მაია ბლიაძე
გეოგრაფი
დაბადების თარიღი 1965
1988 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი.
მუშაობს ქ. თბილისის 126-ე საშუალო სკოლის პედაგოგად. არის ბუნების მე-3-4-5-6 კლასების და გეოგრაფიის მე-7-8-9-10-11 კლასების სახელმძღვანელოების და სამუშაო რვეულების ავტორი. ასევე გამოცემული აქვს გეოგრაფიის ცნობარი-ლექსიკონი, ილუსტრირებული ლექსიკონი ბუნებისმცოდნეობაში, ტესტების კრებულები გეოგრაფიაში, სასკოლო ატლასები, მოთხრობების წიგნი "ანას დღიური". კითხულობს ლექციებს ილიაუნის განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე, არის ევროპის უნივერსიტეტის აპელირებული პროფესორი. თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტორს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ტრენერ-კონსულტანტად.
შრომები:
- გეოგრაფია: ლექსიკონი + ცნობარი, თბ.: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011.
- ტესტებისა და სავარჯიშოების კრებული მასწავლებელთათვის: გეოგრაფია, თბ.: საგა, 2019.